ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილ მოზარს მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ეძებენ. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არასრულწლოვანს არ იპოვიან.
გუშინ სამძებრო სამუშაოების შედეგად 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს,
ნაპოვნია ცოლ-ქმრის ცხედარი, ასევე მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 ახალგაზრდა მამაკაცი.
სამძებრო სამუშაოები მდინარე მეჯინისწყალზე მიმდინარეობს, სადაც მამაკაცია გაუჩინარებული. არსებული ინფორმაციით, მდინარის მიერ წაღებული მსუბუქი ავტომობილიდან ერთმა ადამიანმა გადასვლა შეძლო, ხოლო მძღოლი გაუჩინარდა.