სამეგრელოში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

განოვლენილი შემთხვევებიდან 17 ახალი შემთხვევა “გორგიას” დაცვის თანამშრომლის კონტაქტებია, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა,- ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.

“რეგიონის მასშტაბით გაიტესტა 941 მოქალაქე, აქედან ახალი დადებითი შემთხვევა დადასტურდა 32. ზუგდიდში გვაქვს ახალი დადასტურებული შემთხვევა 28, აქედან 17 არის გუშინ დადასტურებული დარაჯის კონტაქტი, 3 თბილისში მგზავრობის მქონე მოქალაქის კონტაქტი, 2 არის ზუგდიდის მცხოვრები დედა-შვილი, რომლებიც წალენჯიხაში მცხოვრების კონტაქტები არიან. 2 არის ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერის დადატურებული შემთხვევასთან კონტაქტი, 1 არის ბენდელიანის ქუჩის კლასტერის კონტაქტი, 1 არის ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში. დანარჩენ 4 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. 2 შემთხვევა გვაქვს ფოთში, რომელიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

თორიას ინფორმაციით, რეგიონში ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა აქტიურად მიმდინარეობს.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 162 მოქალაქეს შეადგენს.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკას, იქ მკურნალობის კურსს 66 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში – 145 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები