აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

აჭრაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 61 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას  თანმხლევი დაავადებები აღენიშნებოდა. ინფიცირებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში ერთი კვირის წინ მიიყვანა.
,,სამწუხაროდ ვერ მოხერხდა 61 წლის პაციენტის გადარჩენა. მას თანმხლევი დაავადებები აღენიშნებოდა. ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. თუმცა შემოყვანისთანავე მძიმედ იყო“,-განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 400-ზე მეტი პირი მკურნალობს, მათ შორისაა 10 ბავშვი და 17 ორსული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები