აჭარაში კორონავირუსის 360 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ნონა ეფაძის თქმით, გამოვლენილი შემთხვევები არის უკვე დადასტურებულის ახლო კონტაქტები.
,,ახალი შემთხვევები ძირითადად უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. ინტენსიურად მიმდინარეობს პისიარ ტესტირების ჩატარება. გამოვლენილი შემთხვევები წინა დღეებშიც უკავშირდებოდა იმათ, ვისაც გამოვლენილი ქონდა კორონავირუსი. მიზანმიმართულად იმათ ჩაუტარდება ტესტირება, ვისაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსის მქონე პაციენტთან ან სიმპტომები აღენიშნება, სხვა შემთხვევაში პროცესი გადაიტვირთება და შეფერხდება ღონისძიების ჩატარება“,-განაცხადა ნონა ეფაძემ.
ბათუმის კოვიდ კლინიკებში კორონაირუსზე 400-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.