ხაშურში იმერეთის ღია ჩემპიონატი ფეხბურთში ჩატარდა

ხაშურში ღია ჩემპიონატი 2004 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის ფეხბურთში, ჩატარდა. ამის შესახებ განცხადებას ხაშურის სპორტსკოლა აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ერთმანეთს ხაშურის ,,ივერია”და ქუთაისის ,,მართვე ” შეხვდა. მატჩი “ივერიის” გამარჯვებით დასრულდა.

“2 ოქტომბერს ქ. ხაშურში (სოფელ ცხრამუხის სტადიონზე) ჩატარდა იმერეთის ღია ჩემპიონატი 2004 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის ფეხბურთში. ერთმანეთს ხაშურის ,,ივერია”და ქუთაისის ,,მართვე ” შეხვდა. შეხვედრა ხაშურის ,,ივერიის” გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში: 2: 1
გოლები თემურ შათირიშვილმა და უჩა ლომიძემ გაიტანეს.
ვულოცავთ გუნდს და მათ მწვრთნელებს კიდევ ერთ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ შემდეგ ასპარეზობებზე.
მწვრთნელები: გიორგი ჩადუნელი და ლევანი ლომიძე”,- ნათქვამია ხაშურის სპორტსკოლის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები