ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა, ხოლო სამი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ახალი პაციენტები ქითაისიდან არიან.
“დაგვემატა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა სამი. ახალი პაციენტები ქუთაისიდან არიან, მათი ინფიცირების წყარო უცნობია, ეპიდემიოლოგები კონტაქტების დასადგენად აქტიურად მუშაობენ. ამ დროისთვის, პაციენტებს საჭირო კვლევები უტარდებათ. წინასწარი შეფასებით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 54 კოვიდდადებითი გადის მკურნალობას, ერთი კრიტიკულად მძიმეა, ვირუსი 119-მა პაციენტმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები