ქედაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ქედაში ახლაგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შს სამინისტრომ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.
როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“რეგიონული კვირის ინფორმაციით, დამნაშავე გარდაცვლილის მოგვარეა. ახლობლების თქმით, იგი პოლიციას თავად ჩაბარდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები