წალკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
წალკში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.ამის შესახებ “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მანანა მირაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებულს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
“პირველად დღეს გამოვლინდა წალკაში კორონავირუსის შემთხვევა. ინფიცირებული პირი 44 წლის ქალია რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი ოჯახის წევრები გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე პაციენტი გადაყვანილია ინფექციურ კლინიკაში”, – განაცხადა მანანა მირაშვილმა.