ჩხოროწყუში ორი მაღაზია გაქურდეს – შსს მომხდარს იძიებს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, გვიან ღამით ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს.
როგორც ადგილობრივმა „რეგიონულ კვირას“ განუცხადა, ბოროტმოქმედებმა მაღაზიის შუშები ჩაამტვრიეს ისე შეაღწიეს, წაღებულია სალაროდან გარკვეული ოდენობის ნავაჭრი თანხა და საკვები პროდუქტები.
რა ოდენობის ზარალი მიადგა მარაზიის მეპატრონეებს, ზარალის ოდენოდა ჯერჯერობით უცნობია.
შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები