მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ 2013-2020 წლების ანგარიში გამოაქვეყნა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ 2013-2020 წლების პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზეა საუბარი. ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია ჯანდაცვის, განათლების და სხვა მიმართულებით შესრულებულ პროექტებზეა. რაც შეეხება დევნილთა მხარდაჭერას, მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფომ 56 დევნილი ოჯახისათვის შეისყიდა სახლი სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით. ტურისტული მიმართულებით მარტვილის კანიონზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა. დასაქმდა 700-მდე ადამიანი, ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა, მინიმუმ 5-ჯერ. ჩატარდა ნოღის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები. გაიხსნა ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი.
ინფრასტრუქტურა – რეაბილიტირდა 132.5 კმ გზა. მიმდინარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტალერი-ნობულევის დამაკავშირებელი გზის, დიდი ჭყონი-ნამიკოლაოს დამაკავშირებელი და სოფელ ნოღაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. აშენდა და რეაბილიტირდა 36 ხიდი. მოეწყო სალხინო-ტალერის დამაკავშირებელი საცალფეხო ხიდი. მიმდინარეობს მდინარე აბაშაზე ქ. მარტვილისა და ნალეფსაოს უბნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები. განხორციელდა წყალმომარაგების 6 პროექტი. აშენდა 206 195 გრძივი მეტრი გაზსადენი, 3605 აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით: ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს 6 დასახლებულ პუნქტში – აშენდება 132 196 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2018 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს გაზიფიცირების საერთო ქსელში. ქ. მარტვილში 2020-2021 წლებში დაგეგმილია: იწყება ხარების სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები; მშვიდობისა და ჭყონდიდელის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობა.
სოფლის მეურნეობა – სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა 3 ახალი და გაფართოვდა 2 აგროსაწარმო. შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 220-მა პირმა. 60 ჰა-ზე გაშენდა ხეხილის ბაღები. ფუნქციონირებს 16 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. აგროდაზღვევის ფარგლებში 366-მა პირმა დააზღვია 700 000 ლარამდე ღირებულების მოსავალი. 35 ჰა ფართობზე დაფინანსდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)“ თანადაფინანსების პროგრამით ისარგებლა 6-მა პირმა. პროექტის – „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში კონსულტაცია გაეწია 750-მდე ფერმერს. მოეწყო 1129 მ სატყეო-სამეურნეო გზა. დამონტაჟდა მეტეოროლოგიური საგუშაგო. აზიური ფაროსანის წინააღმდეგ მარტვილის მუნიციპალიტეტში დამუშავდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა ფაროსანის ზეგავლენა მოსავლიანობაზე და რისი მეშვეობითაც წელს თხილის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მოვიდა.
პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში – დაფინანსდა ერთი სასტუმრო, ასევე მიკრო- და მცირე მეწარმეობის მიმართულებით. მხარი დაეჭირა 48 პროექტს. ბენეფიციარი – 60 მოქალაქე. ინვესტიცია – 470 ათას ლარზე მეტი.
დევნილთა მხარდაჭერა – მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფომ 56 დევნილი ოჯახისათვის შეისყიდა სახლი სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.
ჯანდაცვა – 2019 წელს მარტვილის სასწრაფო დახმარების სამსახურს გადაეცა ახალი ადმინისტრაციული შენობა, ხოლო 2020 წელს აშენდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის სასწრაფო დახმარების შენობა. ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი. მარტვილის მუნიციპალიტეტის სერგიეთისა და ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულებში აშენდა და რეაბილიტირდა ამბულატორიები. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოში 2020 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა საექიმო ამბულატორიას. ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქისთვის მკურნალობა სრულიად უფასოა. გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება.
განათლება – სოფელ კურზუსა და სოფელ ნაგებერაოში აშენდა 2 საჯარო სკოლა. შენდება მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის საჯარო სკოლა. განხორციელდა საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის 40 პროექტი. მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლა აღიჭურვა ცენტრალური გათბობის სისტემით. მარტვილის 3 სკოლა აღიჭურვა ცენტრალიზებული ინტერნეტით. უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 37 სკოლის 1863 მოსწავლე. სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო სახელმძღვანელოებით. „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლა აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით. განხორციელდა საჯარო სკოლების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის 73 პროექტი. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებულია 19 საჯარო სკოლა. აშენდა 5 და რეაბილიტირდა 17 საბავშვო ბაღი, მიმდინარეობს 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა.
სოფელ სერგიეთში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საფეხბურთო სკოლას და მოეწყო მოედანი.
სახელმწიფო სერვისები – მარტვილში გაიხსნა იუსტიციის სახლი და ქორწინების დარბაზი. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მარტვილში 2016-2019 წლებში საპილოტო რეჟიმში განხორციელდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში სრულად აიზომა და დარეგისტრირდა კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 3075 მიწის ნაკვეთი.
საპოლიციო ინფრასტრუქტურა – განახლდა პოლიციის ავტოპარკი. მარტვილში აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობები.
ტურისტული ობიექტები – მარტვილის კანიონზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა. დასაქმდა 700-მდე ადამიანი, ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა, მინიმუმ 5-ჯერ. ჩატარდა ნოღის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები. გაიხსნა ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი.