სიღნაღის მუნიციპალიტეტში შშმ პირი გარდაიცვალა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედელის თავშესაფარში 22 წლის შშმ პირი გარდაიცვალა.
“რეგიონული კვირის ” ინფორმაციით, ბენეფიციარს სადილობისას საკვები გადასცდა და მისი გადარჩენა თავშესაფრის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს.
“ჩვენი ბენეფიციარია 2010 წლიდან, სადილობისას საკვები გადაცდა სასულეში და გადარჩენა ვეღარ მოვახერხეთ. პრობლემა ჰქონდა საყლაპავის და რეფლექსები ჰქონდა დაზიანებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამაც 40 წუთით დაიგვიანა და სამწუხაროდ გარდაიცვალა”,- განაცხადა თავშესაფრის მენეჯერმა, გელა ღვლიღაშვილმა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.