მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი – მომავალი დღეების ამინდის პროგნოზი

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 3 ოქტომბრის დილამდე საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ხოლო 5 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები