სოფელ არალის საჯარო სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის საჯარო სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სკოლის პედაგოგს პირველ ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირები, ვისაც მასწავლებელთან კონტაქტი ჰქონდათ ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ორი ოქტომბრის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პირი დაინფიცირდა. ახალქალაქში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა, ინფიცირების წყარო კი უცნობია. რეგიონის მასშტაბით, 36 ინფიცირებულიდან ერთი პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს და სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით 200–მდე ანალიზის პასუხს ელოდებიან.
თვითიზოლაციაში რეგიონის მასშტაბით 221 პირი იმყოფება. შვიდ საკარანტინო სივრცეში 337 მოქალაქეა გადაყვანილი, აქედან 92 ახალციხეში სასტუმრო „გრანდ პალასში, ხოლო 245 ბაკურიანის ექვს საკარანტინო ზონაშია გადანაწილებული.