სამტრედიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებს მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელმა თენგო ცაგურიამ ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში ახალი ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.
სოფელ ჩხენიშში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასრულების ეტაპზეა სკვერის რეაბილიტაცია, სადაც უახლოეს მომავალში ატრაქციონები განთავსდება.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სოფელში მდინარის გასწვრივ მოეწყო ნაპირსამაგრი გაბიონები.