ლევან დავითაშვილმა და კელი დეგნანმა ყვარელში სამაცივრე მეურნეობა გახსნეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში ყვარლის მუნიციპალიტეტის გერმანის დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ აგროსთორის – სამაცივრე მეურნეობა გახსნეს.
USAID – ის სოფლის მეურნეობის მიერ დაფინანსებული სამაცივრე მეურნეობა ყვარლის რაიონში ადგილობრივ მწარმოებლებს სთავაზობს მარწყვის, ჟოლოს, ატმის, ბროწეულის და ხურმის წინასწარი გაგრილებისა და ცივად შენახვის მომსახურებას.
ახალი ობიექტი დაეხმარება პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებასა და შენახვის ვადის გახანგრძლივებაში და მომხმარებელს მიაწვდის ახალ პროდუქტს, როგორც შიდა, ისე საექსპორტო ბაზარზე.

,,ჩვენ გვაქვს წლების განმავლობაში ძალიან რეგულარული, მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სოფლის მეურნეობის ფარგლებში.
სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისთვის.
ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-ისთან გვაძლევს შედეგებს, რომ დაინერგოს მათ შორის ბიო-სერთიფიცირება ასეთ მეურნეობებშიიმიტომ, რომ ტექნიკური დახმარების კუთხით გვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები.
სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება ასეთ ინიციატივებს.
საბოლოოდ გვაქვს საშუალება, რომ დამატებითი ღირებულება შევქმნათ უკვე გადამუშავებაში და ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან კარგ საკონსოლიდაციო ცენტრს – სამაცივრე მეურნეობას, რომელიც პროდუქტს უხანგრძლივებს სიცოცხლეს და გვაძლევს საშუალებას,რომ მეტად კონკურენტუნარიანი იყოს უკვე ბაზარზე გატანილი პროდუქტი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე გეგმები აქვს კოოპერატივს, რაშიც დავეხმარებით გავიდეს ჩვენი პროდუქტი საექსპორტო ბაზრებზე”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები