შუბნის ცენტრში კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მიმდინარე სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრები გაეცნენ.

პროექტი ითვალისწინებს არსებული მოსაცდელების და შენობების კეთილმოწყობას, სოფლის ცენტრში დეკორატიული სანათების და გარე განათების მონტაჟს, სველი წერტილის, წყლის კუთხის, არსებულ ტერიტორიაზე ლითონის ღობისა და ბეტონის საფარის მოწყობას.

განთავსდება დეკორატიული სკამები, დიდი და პატარა ნაგვის ურნები. შუბნის ბაგა-ბაღის ეზოში მოეწყობა რკინა ბეტონის კედელი.

პროექტზე 74 439 ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

პროექტზე მიმდინარე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები