ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო სტიქიური მოვლენები რამდენიმე ადგილას განვითარდა

ბათუმში გუშინ მოსული უხვი ნალექის გამო სტიქიური მოვლენები განვითარდა. უხვმა ნალექმა ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების, ფერიისა და მეჯინისწყლის მდინარეების ადიდება გამოიწვია.
თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის ადიდების შედეგად, რამდენიმე მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა. მეწყრული პროცესები განვითარდა კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულშიც. დაზარალებული ოჯახები არიან სასტუმროებში გადაყვანილები. ბათუმის მერიის სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები. ბათუმის მუნიციპალური სერვისცენტრების მენეჯერები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ მონიტორინგსა და ზარალის აღრიცხვას, რის შემდეგაც დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ. დილიდან დაიწყო ქუჩების, კერძო და მრავალბინიანი ეზოების შლამისა და ტალახისგან გათავისუფლებისა და მორეცხვის სამუშაოები, რომელსაც სანდასუფთავებისა და გამწვანების სამსახურები ახორციელებენ. დაზიანებული გზების, ქვაფენილისა და ბორდიურების აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები