კელი დეგნანი: ყველა პარტიის წარმომადგენელმა, მკაფიო მესიჯი უნდა გაუგზავნოს თავის მხარდამჭერებს, რომ ასეთი სახის მოქმედება და ნებისმიერი სახის ძალადობა, არის მიუღებელი

ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის, რომ თითოეულმა პარტიამ, ყველა პარტიის წარმომადგენელმა, მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს თავის მხარდამჭერებს, რომ ასეთი სახის მოქმედება და ნებისმიერი სახის ძალადობა, არის მიუღებელი და ეს არ არის ის გზა, რომლითაც უნდა ჩატარდეს საქართელოში დემოკრატიული არჩევნები, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

“სამწუხაროდ, როდესაც გვესმის ასეთი ინციდენტების შესახებ, მე მადლიერებას გამოვხატავ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომლებიც აწარმოებენ აღნიშნული შემთხვევების მონიტორინგს, რომ ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს. ასევე სამინისტრო, რომელიც უკვე აწარმოებს გამოძიებას ამასთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის, რომ თითოეულმა პარტიამ, ყველა პარტიის წარმომადგენელმა, მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს თავის მხარდამჭრრებს, რომ ასეთი სახის მოქმედება და ნებისმიერი სახის ძალადობა, არის მიუღებელი და ეს არ არის ის გზა, რომლითაც უნდა ჩატარდეს საქართელოში დემოკრატიული არჩევნები. ასეთი ტიპის შემთხვევები აუცილებლად დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. შესაბამისად, ყველა პარტიის წარმომადგენელმა თუ ლიდერმა, უნდა მკაფიოდ აუხსნას თავის მხარდამჭერებს, ვინც არ უნდა იყოს ამ ინციდენტების უკან, რომ ასეთი ტიპის ქმედება ძალადობა თუ დაშინება უბრალოდ მიუღებელია”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები