ბოლო 24 საათის განმავლობაში ბათუმში კლრონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ერთი მათგანი 90 წლის ქალია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბერს შეიყვანა.
“პავიენტის დიაგნოზი: COVID-19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, შოკი და გულის უკმარისობა იყო. მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნე.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მეორე გარდაცვლილ პაციენტს, იგი 57 წლის ქალია, სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 სექტემბერს. მისი დიაგნოზი – COVID-19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, ინსულტი.
აღნიშნული პაციენტის მდგომარეობაც კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: უნივერსალური სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინ დამოკიდებული.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გია კიკაბიძემ.