გარდაბანში მერიის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელ პირებს ტრენინგ-სემინარები უტარდებათ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ტრენინგ-სემინარები იმართება.  ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

გადამზადების პროცესში ტრენინგები მერიის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელ პირებს უტარდება.

პროექტს, სახელწოდებით – „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება”, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომლის მიზანია ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებას, განვითარებას, მეტ გამჭვირვალობას და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

პროექტი, საქართველოს მუნიციპალიტეტებში, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება;

ტრენინგ-სემინარები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვის შესაბამისად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები