ჩხოროწყუს საავადმყოფოს სამ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა – კლინიკა ამ დროისთვის დახურულია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კორონავიურის საავადმყოფოს სამ ექიმს დაუდასტურდა. დაინფიცირების წყარო ამ ეპატზე უცნობია, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.

როგორც მალხაზ თორიამ განაცხადა, ამ ეტაპზე ჩხოროწყუს საავადმყოფოში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

რაც შეეხება რეგიონის მასშტაბით ახალ გამოვლენილ შემთხვევებს, ვირუსი ჯამში 25 ადამიანს დაუდასტურდა.

“რეგიონის მასშტაბით გაიტესტა 838 ბიოლოგიური ნიმუში, აქედან ახალი დადებითი შემთხვევა გვაქვს 25 (ზუგდიდი 7, მათგან 1 მოსწავლეა – რეპეტიტორის კონტაქტი, 2 ცხელებით შესული პაციენტია და 4 კი ოქროს ბირჟის კლასტერია. ხობში 2 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რომლებიც გამოვლენილ კონტაქტებს უკავშირდება. სენაკში გვაქვს 6 ახალი შემთხვევა და ასევე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტია. ოკუპირებული საბერიოს კლასტერიდან არის 4 ახალი შემთხვევა, ბოლო 1 საკარანტინე სივრციდან გვყავს. კორონავირუსი დადასტურდა ასევე ჩხოროწყუში სულ 5 პირს, აქედან 2 საირმეში იმყოფებოდა და კავშირი ქონდა კოვიდინფიციებულთან 3 კი ჩხოროწყუს საავადმყოფოს მედპერსონალია, ექიმები. კლინიკა რამდენიმე დღით წვეტს მუშაობას. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

რეგიონში სულ ინფიცირებულია 131 მოქალაქე. საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში კი მკურნალობის კურსს 58 კოვიდპაციენტი გადის, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში 131 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები