ავარია ბათუმში მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხუთი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაცით, მოქალაქეებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.