ზუზუმბოს ქუჩაზე ხიდთან მისასვლელი ბილიკის მოწყობა დასრულდა

 თელავში, ზუზუმბოს ქუჩაზე ხიდთან მისასვლელი ბილიკის მოწყობა დასრულდა.ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია  ავრცელებს.

 პროექტის ფარგლებში საბავშვო მოედანთან მისასვლელ ხიდამდე ბეტონის ბილიკი და მოაჯირები მოეწყო, დამონტაჟდა განათება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდს. ბილიკი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 988 ლარით დაფინანსდა, ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,ბორბალომ” შეასრულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები