კორონავირუსით გარდაცვლილი 46-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, 69 წლის კაცს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“სამწუხაროდ, 46-ე გარდაცვლილი პაციენტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა. 69 წლის მამაკაცი აფხაზეთიდან იყო და მისი მდგომარეობა კრტიკულად მძიმედ ფასდებოდა. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე,კლინიკას ახალი პაციენტები არ მიუღია. გვყავს 6 გამოჯანმრთელებული”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.