ზუგდიდში ბაღის შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ, დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამულში ბაღის ყოფილი შენობა დაიწვა, სადაც კომპაქტურად ჩასახლებული ოთხი დევნილი ოჯახი ცხოვრობდა.

ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, დაზარალებულ ოჯახებს ბინის ქირით უზრუნველყოფენ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხანძარი სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. შენობა ამორტიზებული იყო, ელექტრო-სადენები კი დაზიანებული.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები