კორონავირუსით გარდაცვლილი ორივე პაციენტი კლინიკა “ბომონდში” მკურნალობდა

კორონავირუსულ ინფექციას ორი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტები, რომლებიც კორონავირუსთან ერთად, თანმდევი დაავადებების მატარებლები იყვნენ, მკურნალობის კურსს კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში გადიოდნენ.

78 წლის ქალბატონს ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან ერთად, სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა, ჰიდროპერიკარდიუმი და ხორხის სიმსივნე აღენიშნებოდა.

რაც შეეხება 72 წლის მამაკაცს, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, კარდიომიოპათია და ორმხრივი ჰიდროთორაქსი აღენიშნებოდა. პაციენტები კლინიკაში დადასტურებული კოვიდ 19-ით 15 და 16 სექტემბერს შემოიყვანეს.

“კლინიკა ბომონდის” კოვიდცენტრი 14 სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ამ დრომდე ახალი კორონავირუსული ინფექცია 60-მა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულები არიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორსულები, მელოგინეები და ბავშვები. ამ დროისთვის კლინიკაში 90 კოვიდდადებით პაციენტს უტარდება მკურნალობის კურსი. გვყავს ორი კრიტიკულად მძიმე პაციენტი. აღნიშნული პაციენტების შემთხვევაში ფატალური შედეგის დადგომა თანმდევმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია. მედიკოსების მაქსიმალური მცდელობისა და გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები