პაატა იმნაძე გურიაში ეპიდემიოლოგებს შეხვდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან ერთად, რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასეს და კორონავირუსის გავრცელების შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ იმსჯელეს. გურიის რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვები არ იგეგმება.

შეხვედრას რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები