არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიმალვაში მყოფი მსჯავრდებული – ა.ა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მსჯავრდებული სოფელ უზუნთალის მიმდებარედ არსებულ ტყეში მიიმალა.

,,2019 წლის 5 ივლისს 58 წლის ა.ა. პოლიციამ არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის ქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავა.

მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს  თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და ა.ა. დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობითა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ჩადენილი დანაშაულისთვის სააპელაციო სასამართლომ ა.ა.-ს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები