ხაშურში იმერეთის ღია ჩემპიონატი 2007 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის ფეხბურთში ჩატარდა
1ოქტომბერს ხაშურში (სოფელ ცხრამუხის სტადიონზე) ჩატარდა იმერეთის ღია ჩემპიონატი 2007 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის ფეხბურთში ჩატარდა. ერთმანეთს ხაშურის ,,ივერია”და რაჭის ,,ამბროლაური” შეხვდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხაშურის სპორტსკოლიდან აცნობეს.
“შეხვედრა ხაშურის ,,ივერიის” გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში: 2: 0
გოლები საბა თიბილოვმა და საბა ხარაიშვილმა გაიტანეს და გუნს გამარჯვება მოუტანეს.
ვულოცავთ გუნდს და მათ მწვრთნელებს კიდევ ერთ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ შემდეგ ასპარეზობებზე.
მწვრთნელები: ვახო ჯაფარაშვილი და მევლუდ ლომიძე”,- ნათქვამია ხაშურის სპორტსკოლის განცხადებაში.