თეა წულუკიანი: 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში არსებითად გაიზარდა დემოკრატიის ხარისხი

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართა. დემოკრატიული მმართველობის პროგრამა იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა წარადგინა.
” 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში არსებითად გაიზარდა დემოკრატიის ხარისხი. ქვეყანამ მიიღო ახალი ევროპულ ღირებულებაზე დაფუძნებული კონსტიტუცია. პარლამენტში გაძლიერდა ოპოზიციის უფლებები. შემოღებული იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემა და პარტიების დაფინანსების სამართლიანი წესი. განხორციელდა საჯარო სამსახურის რეფორმა და პირველად საქართველოში დაინერგა საჯაროსამსახურის ე.წ კარიერული მოდელი. საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთმა ლიდერმა ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის თვალსაზრისით. გაუმჯობესდა საჯარო სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, გაძლიერდა ადგილობრივი თვითმმართველობა, გაფართოვდა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები და ფინანსური რესურსები. შემოღებული იქნა მერების პირდაპირი წესით არჩევა და დამტკიცდა დეცენტრალიზაციის ამბიციური სტრატეგია. გაუმჯობესდა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა ყველა სფეროში. ხორციელდება პროგრამა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც ქმნის კარგ საფუძველს ჩვენი აფხაზი და ოსი და-ძმების დასაბრუნებლად. გავაუმჯობესეთ შრომითი უფლებების კანონი, ორჯერ გაიზარდა სასამართლოზე ნდობის ფაქტორი. მოწესრიგდა სიახლის სამართლის სტატისტიკა. განხორციელდა პროგრამა, რომელიც პატიმრებს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფართო შესაძლებლობებს ანიჭებს და მრავალი სხვა. “ქართული ოცნება” შეინარჩუნებს და კვლავ გააგრძელებს მოქალაქეების უფლებების დაცვას. მსჯავრდებულთათვის შესაძლებელი იქნება დასაქმებისა და განათლების პროგრამების განხორციელება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის
უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო სერვისებსზე სრულფასოვანი წვდომა”,- განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები