აჭარაში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ,,რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ამ დროისთვის, უწყებაში 30-მდე გამოძახება შევიდა, ყველა მათგანზე შესაბამისი რეაგირება მოხდა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძახებების უმეტესი ნაწილი კი ეზოების დატბორვას ეხებოდა.