მიხეილ ჩხენკელი: განათლებისა და მეცნიერების განვითარება სახელმწიფოს განსაკუთრებული პრიორიტეტია

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმა მიხეილ ჩხენკელმა  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განათლების სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

” „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2,5-ჯერ გაიზარდა;
– საბავშვო ბაღები გახდა სრულიად უფასო. მნიშვნელოვნად გაიზარდა კვების დაფინანსება და გაუმჯობესდა კვების რაციონი;
– გაორმაგდა ზოგადი განათლების დაფინანსება;
– სკოლებში ამოქმედდა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა;
– გაორმაგდა სკოლის მასწავლებლის ხელფასი;
– სკოლა გახდა უსაფრთხო, სადაც საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას 1525 მანდატური იცავს, რომელთა შრომის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა;
– 65 ათასზე მეტი მოსწავლე უზრუნველყოფილია უფასო ტრანსპორტით;
– განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლებში ინკლუზიური განათლების განვითარებას;
– 7-ჯერ გაიზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება;
– 33-დან 62%-მდე გაიზარდა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი;
– სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება უნივერსიტეტების 30 ათასამდე სტუდენტის სწავლა;
– უმაღლესი განათლების დაფინანსება ორჯერ გაიზარდა და 150 მილიონი ლარი შეადგინა;
– საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” ერთი მილიარდი ევროს ინვესტიციით დაფუძნდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
– მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება 2012 წელთან შედარებით 57%-ით გაიზარდა.

განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება:

– გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება;
– მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;
– გაიზრდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება;
– გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;
– გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება და ამავდროულად ჩამოყალიბდება დაფინანსების კონცეპტუალურად ახალი მოდელი;
საქართველო გახდება Erasmus+ პროგრამული ქვეყანა, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი იქნება პროგრამის ყველა კომპონენტი;
– გაიზრდება სახელმწიფოს დაფინანსებით სამეცნიერო საგრანტო კონკურსების რაოდენობა;
– ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობას;
– ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი ჩამოყალიბდება, როგორც უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის მქონე მეცნიერებისა და განათლების კერა”,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები