ნათია თურნავა: საქართველო განაგრძობს რეგიონალურ სატრანსპორტო დერეფანში საკუთარი როლის განმტკიცებას
საქართველო განაგრძობს რეგიონალურ სატრანსპორტო დერეფანში საკუთარი როლის განმტკიცებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, APM ტერმინალის პროექტის ფარგლებში გაფართოვდება ფოთის პორტი და ამერიკის მთავრობის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით, აშენდება Pace Group-ის ახალი ტერმინალი”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.