„ზუგდიდში არცერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა იმდენი ინფრასტრუქტურული პროექტი, რამდენიც ჩვენ შევძელით“
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ 2013-2020 წლებში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა და 2013 წლიდან დღემდე 185 კმ-იანი გზა უკვე მოეწყო, თუმცა წლის ბოლომდე ამას კიდევ 70 კმ-მდე რეაბილიტირებული გზა დაემატება.
„ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების ხელშეუხებლობა, უსაფრთხო გარემო, დემოკრატიული ღირებულებები, ევროპული მომავალი და ქვეყნის რეალური განვითარების პერსპექტივა – სწორედ ეს არის 8 წლის წინ „ქართული ოცნებისა“ და ქართველი ხალხის მიერ მიღწეული გამარჯვების მთავარი მონაპოვარი. ჩვენი შრომით ჩვენ ყოველდღიურად ვქმნით უკეთესი მომავლის პერსპექტივას და სწორი მიმართულებით გადადგმული ყოველი ნაბიჯი ახალ გზას გვიხსნის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქალაქის, ზუგდიდის წარმატებისთვის. მოგეხსენებათ, ტურიზმის განვითარებისთვის ჩვენი ხელისუფლება მრავალი მიმართულებით მუშაობს. ნიკოსეულ სასახლეს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის, რეაბილიტაცია სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩაუტარდა. ეს ადგილი ტურისტულადაც ერთ-ერთი ყველაზე ღირებულია ჩვენს რეგიონში. ვითარდება საჭირო საგზაო ინფრასტრუქტურა და 2013 წლიდან დღემდე 185 კმ-იანი გზა უკვე მოეწყო, თუმცა წლის ბოლომდე ამას კიდევ 70 კმ-მდე რეაბილიტირებული გზა დაემატება. ამასთან, სულ უფრო მეტი ხელშეწყობა აქვთ იმ ადამიანებს, ვინც ტურისტულ სექტორში მუშაობს და თავისი ყოველდღიური შრომით ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის“, – აღნიშნავს გეგა შენგელია.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, იზრუნოს თითოეული ადამიანის უკეთესი ცხოვრებისათვის და ამის დასტურია დახმარებასა და ჯანდაცვაზე აგებული სოციალური პოლიტიკა.
„ჩვენ შევძელით და ქალაქს წყალმომარაგებისა და წყალარინების ამ დრომდე არარსებული ცენტრალიზებული სისტემა ექნება, სამუშაოების სულ მალე დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას მოვუგვარებთ – ზუგდიდის მკვიდრ 54 000 ადამიანს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, იზრუნოს თითოეული ადამიანის უკეთესი ცხოვრებისათვის და ამის დასტურია დახმარებასა და ჯანდაცვაზე აგებული ჩვენი სოციალური პოლიტიკა. 2015 წლიდან დავიწყეთ და დღემდე უკვე 117 უსახლკარო ოჯახს სოციალური სახლი ავუშენეთ, წლის ბოლომდე კიდევ 24 ახალ სოციალურ სახლს ავაშენებთ“, – აცხადებს ზუგდიდის მერი.
როგორც შენგელია აღნიშნავს, ზუგდიდში მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება, საერთო ჯამში, 1000-მდე დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად.
„ზუგდიდში ვახორციელებთ მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს , საერთო ჯამში, 1000-მდე დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად. ჩვენი მოქალაქეებისთვის შეთავაზებულმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და კიდევ უფრო მეტი – ოჯახის წევრის ავადმყოფობისა თუ გადაუდებელი ოპერაციის გამო უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნისაგან იხსნა. უდიდესმა გამოწვევამ, რომელიც პანდემიის სახით დაგვატყდა თავს, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც რუხში გავხსენით და რომელმაც პანდემიის პირობებში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, ზუსტი და სწორი გადაწყვეტილება იყო როგორც ადგილობრივების, ისე ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებისთვის მხარდაჭერის გამოსახატად. ღირსეულად გავიარეთ პანდემიის ურთულესი ეტაპი, ჩვენი ხელისუფლების დროული და გონივრული ნაბიჯებით, ჩვენი ექიმების თავადაუზოგავი შრომითა და ჩვენი ხალხის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ავცდით იმ უმძიმეს შედეგებს, რასაც მთელ მსოფლიოში ვუყურებდით, თუმცა ვირუსი ახალ ძალებს იკრებს და ჩვენ ისევ ერთად დგომით უნდა გავუმკლავდეთ კოვიდ 19-ს. საქართველო გახდა ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და, მჯერა, იმასაც შევძლებთ, რომ პანდემიის დასრულებისთვის იმ ქვეყნების რიცხვში ვიქნებით, რომლებიც ყველაზე ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდნენ ამ საერთო სენს. ამ საქმეში ხელისუფლების მთავარი მოკავშირე არის ხალხი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამოქალაქეს, ყველას, ვინც ვირუსის დასამარცხებლად ყოველდღიურად იბრძვის და, ასევე, მადლობა ჩემს ხალხს, განსაკუთრებით, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართული ვირუსის შეკავების კამპანიაში“, – განაცხადა გეგა შენგელიამ.
მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი სწორედ ახალგაზრდები არიან, მათი ხელშეწყობის მიზნით ხელისუფლების მიერ განათლების მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა: – რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლებს, აშენდა 3 საბავშვო ბაღი და შენდება კიდევ ექვსი. ასევე შენდება საფეხბურთო აკადემია და რაგბის სტადიონი, ფინანსდება საზღვარგარეთ სწავლა.
„ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი სწორედ ახალგაზრდები არიან, – მომავალი თაობა. მათი ხელშეწყობის მიზნით განათლების მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ. რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სკოლებს, ავაშენეთ 3 საბავშვო ბაღი და ვაშენებთ კიდევ 6-ს. ვაშენებთ ასევე საფეხბურთო აკადემიასა და რაგბის სტადიონს, ვაფინანსებთ საზღვარგარეთ სწავლას, გვყავს სტიპენდიანტები, ხელს ვუწყობთ წარმატებულ ახალგაზრდებს და მეწარმეებს, ვახალისებთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ვზრუნავთ მომავალი თაობის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ჩვენი ქვეყნის წარმატება საგარეო კუთხითაც უმნიშვნელოვანესია და ეს, პირველ რიგში, არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესება, რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა და რაც საბოლოოდ ჩვენი ევროპულ ოჯახში გაწევრიანებით უნდა დავასრულოთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მიზანი და ჩვენი ხალხის ურყევი ნება. ჩვენ სწორედ ასეთ ევროპულ, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ამ დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდება.”