“2012 წლიდან გატარდა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური რეფორმები, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყნის პოზიციები ყველა საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგში არსებითად გაუმჯობესდა”

2012 წლიდან გატარდა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური რეფორმები, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყნის პოზიციები ყველა საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგში არსებითად გაუმჯობესდა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ურთულესი საერთაშორისო ეკონომიკური კონტექსტისა და ეკონომიკური ტენდენციების მიუხედავად, ქართულმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. მისი თქმით, 2012 წლიდან ქართული ეკონომიკა გაორმაგდა და 26-დან 50 მილიარდამდე გაიზარდა.

„ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველოს აქვს სრულიად გამჭვირვალე ქვეყნის სტატუსი და იკავებს მეხუთე ადგილს მსოფლიოში. 16,4-დან 9,9 პროცენტამდე შემცირდა ბიზნესზე საგადასახადო წნეხის მაჩვენებელი, რითაც საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა.  შემოღებულ ექნა მოგების გადასახადის ე. ესტონური მოდელი და მოგების რეინვესტირების მაჩვენებელმა მხოლოდ 2019 წელს შეადგინა 612 მილიონი ლარი. სიმბოლურ, 1 პროცენტამდე შემცირდა მცირე ბიზნესის გადასახადი. მნიშვნელოვნად გამარტივდა დღგ-ს დაბრუნების მექანიზმი, დღგ-ს დაბრუნების ფაქტობრივი მაჩვენებელი კი 146-დან 615 მილიონამდე გაიზარდა 2019 წელს.  დაფიქსირდა მნიშვნელოვანი წინსვლა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. 59 პროცენტით გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი, 31 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი  შემცირდა 54-დან 41%-მდე”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები