ჭიათურაში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი ჩატარდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ჭიათურაში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი ჩატარდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალუტეტის მერიიდან აცნობეს.

“ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დღეს – ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ერთობლივი აქციის ფარგლებში ჭიათურაში, „ჯეო-ჰოსპიტალსის”სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე,უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი მამომობილის საშულებით მოსახლეობისთვის ძუძუს კიბოს ( 40-იდან-70 წლის ჩათვლით) და საშვილოსნოს ყელის (26 – 60 წლის ჩათვლით) უფასო სკრინინგი ჩატარდა”,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები