ირაკლი კობახიძე: ამ დღეს ბიძინა ივანიშვილთან ერთად უამრავი შემოქმედი ჰყავს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდნენ სიცრუეზე აგებულ ავტორიტარულ რეჟიმს

„დღეს 1 ოქტომბერია. ზუსტად 8 წლის წინ ქართული საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანდა ადამიანის ღირსებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში და შეიტანა დემოკრატიული გარდატეხა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში” – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

კობახიძემ გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომელთაც საქართველოში ავტორიტარიზმის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებასა და დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წესრიგის დამკვიდრებაში წვლილი შეიტანეს:

„ამ დღეს, ბიძინა ივანიშვილთან ერთად უამრავი შემოქმედი ჰყავს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ფასად დაუპირისპირდნენ ბოროტებასა და სიცრუეზე აგებულ ავტორიტარულ რეჟიმს და მოიტანეს მთავარი, რაც იყო აუცილებელი ჩვენი სამშობლოს ცივილიზებულ სამყაროში, ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისთვის – დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური სოლიდარობა. დღეს გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც თავისი ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ავტორიტარიზმის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებასა და დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წესრიგის დამკვიდრებაში. განსაკუთრებული მადლობა კი, რაღა თქმა უნდა, ეკუთვნის 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის და ქვეყნის რვა წლიანი წინსვლის სულისჩამდგმელსა და მთავარ შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები