გვაქვს დათვლილი 5 ათეული ე. წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისინი არიან რეგისტრირებულნი, როგორც დამკვირვებლები,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის ძალიან სამწუხარო პრაქტიკა, რომლის წინააღმდეგ კანონმდებლობაში მათ რეგულაციების შეტანაც სურდათ.
„საქართველოში სამწუხაროდ, დანერგილია პრაქტიკა, როცა ათეულობით „არასამთავრობო ორგანიზაცია“ იქმნება იმისათვის, რომ დააკვირდნენ არჩევნებს. სინამდვილეში, ეს არის პარტიული რესურსი და პარტიული რესურსის მობილიზაციის საშუალება. ეს არის ძალიან სამწუხარო პრაქტიკა. ჩვენ გვაქვს დათვლილი 5 ათეული ასეთი ორგანიზაცია – ე. წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისინი არიან რეგისტრირებულნი, როგორც დამკვირვებლები. ეს არის ძალიან სამწუხარო პრაქტიკა, ჩვენ ვცადეთ ამის წინააღმდეგ რეგულაციების შეტანა კანონმდებლობაში, თუმცა, ამის წინააღმდეგ წამოვიდა სწორედ ოპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.