კელი დეგნანი ოფიციალური ვიზიტით თელავს ეწვია
კელი დეგნანი თელავის მუნიციპალიტეტის მერს შოთა ნარეკლიშვილს შეხვდა, მხარეებმა თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არსებული ამერიკის კუთხე მოინახულეს და წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
ელჩმა პირადად მოისმინა ახალგაზრდების საჭიროებები და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები დავით ბეგიაშვილი და ფიქრია ყუშიტაშვილი.