ქარელში, სოფელ მოხისში გზის ასფალტირება მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ მოხისში სკოლამდე მისასვლელი გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა . ინფორმაცია „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მერიის ინფორმაციით მოწყობილია სანიაღვრე არხები და ეზოებში მისასვლელები. ასევე, მიმდინარეობს ასფალტობეტონის ზედა საფარის მოწყობა. სულ 1,383 კმ. გზის საფარი დაიგება.
აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რაზეც გაიხარჯება 616 000 ლარი.
სამუშაოებს შპს ,,ერ ტე დე” ასრულებს.