თეა ახვლედიანი: განვაგრძობთ მუშაობას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს ირაკლი ბებუას უპირობო გათავისუფლება

ჩვენი მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი წარმოადგენს იმ არალეგალური და საგანგაშო პროცესების გაგრძელებას, რასაც უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი – ამის
შესახებ სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.
ახვლედიანის განცხადებით, სახელმწიფო ყველა ღონეს მიმართავს, რათა ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა უმოკლეს ვადაში გათავისუფლდეს.
„ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი წარმოადგენს იმ არალეგალური და საგანგაშო პროცესების გაგრძელებას, რასაც უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის სახით. ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის და ზოგადად, ადგილზე შექმნილ მძიმე ვითარებას. ფაქტზე რეაგირების მიზნით ამოქმედებულ მექანიზმებთან ერთად, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს ირაკლი ბებუას უპირობო გათავისუფლება“,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.
https://youtu.be/98_TFQxPr9I

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები