ბათუმის ,,რესპუბლიკურ საავადმყოფოში” კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.გარდაცვლილი პაციენტი
82 წლის კაცია, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში 29 სექტემბრიდან მკურნალობდა
,,პაციენტის დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავდება: გულის მწვავე უკმარისობა.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 1 ოქტომბერს”,- გამაცხადა გია კიკაბიძემ