შუახევში შიდა სასოფლო გზების მშენებლობა – რეაბილიტაციაზე 1 902 000 ლარამდე დაიხარჯება
შუახევის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
შიდა სასოფლო გზების მშენებლობა – რეაბილიტაციაზე 1 902 000 ლარამდე დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურა 45 სოფლის 200 – მდე უბანში მოეწყობა . სამუშაოების მიმდინარეობას შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, მერიის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრები გაეცნენ.
ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, შუბნის თემში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციაზე 108 000 ლარის სამუშაოები განხორციელდება.