ახალციხის მერიამ ხანდაზმულთა დღე ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნა

ახალციხის მერიამ ხანდაზმულთა დღე სათნოების სახლში აღნიშნა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
“ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი სათნოების სახლს ესტუმრნენ. ბენეფიციარები მოინახულეს, ხანდაზმულთა დღე მიულოცეს და ყვავილები გადასცეს.
სათნოების სახლში ხანდაზმულებს სადღესასწაულო ტორტითაც გაუმასპინძლდნენ”,- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, მსოფლიო პირველ ოქტომბერს ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1990 წელს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები