სოფელ მანავის ციხესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება
30 სექტემბერს, სოფელ მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოების შესრულებაზე, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გაფორმდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
პროექტის ღირებულება შეადგენს 1 260 009.15 ლარს შეადგენს.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა.