ირაკლი ხახუბია: ერთობლივი ძალისხმევით ოქტომბერში გამარჯვება გარდაუვალია!
დღევანდელი დღე სიმბოლურია – 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დემოკრატიული გზით მოვიდა. გუნდმა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მშვიდობიანად დაასრულა ძალადობრივი რეჟიმი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა. ხახუბიას თქმით, უკვე რვა წელია ქართველი ხალხი, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ყოველ არჩევნებზე ადასტურებს 1-ელი ოქტომბრის ღირებულებების ერთგულებას.
„დღევანდელი დღე სიმბოლურია – 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დემოკრატიული გზით მოვიდა. გუნდმა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მშვიდობიანად დაასრულა ძალადობრივი რეჟიმი და ქვეყანას პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების ახალი პერსპექტივა შეუქმნა. უკვე რვა წელია ქართველი ხალხი, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ყოველ არჩევნებზე ადასტურებს 1-ელი ოქტომბრის ღირებულებების ერთგულებას. კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო რეფორმა, მედიის, ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფლება, დემოკრატიის, საჯაროობის, მართვის გამჭვირვალობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია – ეს არის ის მნიშვნელოვანი საქმეები, გამარჯვებები და მიღწევები, რომლებითაც გაჯერებული იყო განვლილი 8 წელი. ბოლო წლების განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და ვაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მუშაობას. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანზე ზრუნვა, ადამიანის კეთილდღეობა. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. ერთად, საქართველოს წარმატებისთვის! ერთობლივი ძალისხმევით ოქტომბერში გამარჯვება გარდაუვალია! „,- ნათქვამია ირაკლი ხახუბიას განცხადებაში.