სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამცხე-ჯავახეთში COVID-19-ის 9 ახლი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, 448 ახალი შემთხვევიდან ცხრა სამცხე–ჯავახეთში ფიქსირდება.
ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი ინფიცირებული არლის საჯარო სკოლის პედაგოგია.  თანამშრომლების განცხადებით, ინფიცირებული მასწავლებელი სკოლაში გაკვეთილებს ამ კვირაშიც ატარებდა.
სკოლის მასწავლებელთან ერთად ინფიცირებულია მისი მეუღლეც.
სკოლის ეზოში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ტესტირებებს უკვე უტარებენ.
ინფიცირების შემთხვები ადიგენის მსგავსად ნინოწმინდაშიც გამოვლინდა. ჯამში, რეგიონში 35 ინფიცირებულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები