ყვარელში დასუფთავების აქცია გაიმართა
ყვარლის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მერიისა და ა(ა)იპ-ის თანმაშრომლებმა მიიღეს. ინფორმაცია „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, აღნიშნული აქციის მიზანია საქართველოს ბუნების დაცვა, ეკოლოგიისა და ეკოსისტემის გაუმჯობესება.
მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით საკითხებში.