რუსთავში კორონავირისი 90წლის ქალს დაუდასტურდა
რუსთავში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ინფიცირებული აქამდე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
“საქმე გვაქვს უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტთან. ქალს კომუნიკაცია მეზობელთან ჰქონდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
კოვიდინფიცირებული თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაჰყავთ”, – განაცხადა რაზმაძემ.
ცნობისთვის, რუსთავში, 29 აგვისტოდან დღემდე, კორონავირუსის 56 შემთხვევა გამოვლინდა.