სამეგრელოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გამოჯანმრთელდა 11
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მალხაზ თორიას ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევებიდან გამომდინარე რეგიონში ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
“რეგიონის მასშტაბით გატესტილ იქნა 776 ტესტი, აქედან გვაქვს დადებითი პასუხი გვაქვს 7, მათგან 3 ხობია, მძღოლის კონტაქტი, 2 კი გუშინ ასევე ხობში განოვლენილი პაციებტის კონტაქტია. დარჩენილი ორი კი წალენჯიხელია და ადრე დადსტურებული პაციენტის კონტაქტები არიან. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 13 მოქალაქეს”,- განაცხადა მალხაზ თორიამ.
მისივე ინფორმაციით, საიკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 67 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 6-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 37 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
რუხის კლინიკაში ასევე, გამოჯანმრელდა 11 მოქალაქე.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში 165 ადამიანი იმყოფება.